ყაზახეთში, პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას ჩაუტარებენ. კასტრაცია ციხიდან გათავისუფლებამდე ექვსი თვით ადრე ჩატარდება. შესაბამის ბრძანებას, სახელწოდებით "სავალდებულო სამედიცინო ღონისძიებების გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ", ხელი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ ბრძანება ძალაში 2025 წლის 17 ოქტომბერს შედის.

წესები ნათლად განსაზღვრავს, რომ ქიმიური კასტრაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სავალდებულო სამედიცინო ღონისძიება. პროცედურა ინიშნება მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის, რომლებმაც დანაშაული არასრულწლოვანთა სექსუალური მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინეს.

აღნიშნული ღონისძიება, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება.