"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად, იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

შალვა პაპუაშვილი სიყალბესა და დეზინფორმაციაზე საუბრობს.

"რაც ჩვენ ვნახეთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ეს არის დეზინფორმაციული ნარატივების შექმნის ტიპური მაგალითი და როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჩათვლის, იგივე ძალები, ვხედავთ ჯო ვილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რომელიც არის პირდაპირი სიყალბე, დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელით. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის. კერძოდ, ამ შემთხვევაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად, იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.