ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეთვრამეტე პაკეტი დაამტკიცა. ზომები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, საბანკო სექტორს და იარაღის წარმოებას.
გათვალისწინებულია 60-დან 45 დოლარამდე ფასის ზედა ზღვრის შემცირება რუსულ საექსპორტო ნავთობზე.
რამდენიმე დღის წინ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს შტატებშიც, სადაც რუსეთს 50 დღიანი ვადა დაუწესდა. ვადების დაწესებას ზელენსკი აკრიტიკებს და თვლის, რომ ეს დროის კარგვაა.
"რუსეთისთვის სანქციების დაწესების 50 დღიანი ვადა დროის და ადამიანების სიცოცხლის ფუჭად კარგვაა, რადგან პუტინი ტრამპს ატყუებს. მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უჭერს მხარს.
მჯერა, რომ ეს არსებულ მიმართულებას შეცვლის. 50 დღეს, ჩვენთვის საშინელებაა, ყოველი დღე ჩვენთვის საშინელებაა. გვინდა, რომ რუსეთს ან იმ ქვეყნების წინააღმდეგ, როლებიც სარგებელს იღებენ რუსეთის ენერგო რესურსებიდან სანქციები უფრო სწრაფად დაწესდეს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.