ანზორ კვარაცხელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ.
მოსამართლის განმარტებით, განაჩენი სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლის სტანდარტს, არ იყო მარტივი საქმე, რომელსაც განაჩენში უნდა გაეცეს პასუხი.
ბრალდებულმა ისარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებითაც.