Royal Caribbean-ის საკრუიზო გემზე, 140 ადამიანს გაურკვეველი, კუჭ-ნაწლავის დაავადება განუვითარდა, რამაც ძვირადღირებული მოგზაურობა კოშმარად აქცია. 

მედიის ცნობით, ინფიცირებულია საკრუიზო გემის 7 წევრი და 134 მგზავრი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, დაავადებულებს ღებინება, კუჭის სპაზმები და დიარეა აღენიშნებათ.

გემი ლოს-ანჯელესიდან მექსიკაში მიემართებოდა და კრუიზი ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო.

მედიის ინფორმაციით, ეპიდემიის აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, ჯანდაცვის წარმომადგენლები გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიებას ატარებენ.