აშშ-ის პრეზიდენტი თელ-ავივშია. დონალდ ტრამპს ბენ გურიონის აეროპორტში ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა. ისინი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში გაემგზავრნენ, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა დეპუტატებს ქნესეთში სიტყვით მიმართა. ტრამპი მძევლების ოჯახებს შეხვდება. მოგვიანებით კი, ეგვიპტეში გაემგზავრება, სადაც საღამოს სამშვიდობო სამიტი იხსნება. მანამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ომი დასრულდა.

"ომი დასრულებულია, ეს ხომ გესმით. ვფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდება, ამისთვის ბევრი მიზეზია, ხალხი ომით დაიღალა. ღაზის აღდგენითი პროცესი, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ დაიწყება, თითქმის მთელი ტერიტორია განადგურებულია. ქვეყნის ლიდერები მირეკავენ, თავად სურთ ამ პროცესში ჩაერთონ", - აცხადებს დონალდ ტრამპი.