თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოყვა ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომელმაც თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. ტექსტში წერია, რომ დელეგაციამ ოპოზიციის ლიდერებს გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დიპლომატებმა მთავრობას კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარეს.

საკითხს გამოეხმაურა "გახარია საქართველოსთვის"პოლიტიკური საბჭოს წევრი. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მანდატების არ გამოყენება შეცდომა იყო.

"მანდატების არ გამოყენება, რა თქმა უნდა, არის შეცდომა, შეცდომებს სჭირდება აღიარება, აბსოლუტურად ყველამ წააგო, ასეთი პოზიციონირებით. სახდეპის მოცემულობაც სწორედ ეს არის, როდესაც იყო კითხვა, ეს იყო თუ არა სიბრიყვე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების და შეცდომა, დღეს შეიძლება უკვე ილაპარაკო, რომ ეს შეცდომა კი არ იყო და სიბრიყვე, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.