თინა ბოკუჩავას აღიარება 2 წლის შემდეგ - "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარე აღიარებს, თუ როგორ მოატყუა პარტიამ საკუთარი ამომრჩეველი. უფრო კონკრეტულად კი ბოკუჩავას განმარტებით, ხაბეიშვილის ჩანაცვლების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა - არამედ იყო ის, რომ ხაბეიშვილის პერსონალური ფაქტორი სხვებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
მმართველ გუნდში ეს არ უკვირთ. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ რურუას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და თინა ბოკუჩავას აღიარებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"თინა ბოკუჩავას აღიარება, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას ატყუებდა ამდენი ხნის განმავლობაში, მათი ჩვეული პრაქტიკაა, როგორც აღმოჩნდა. ახლა კითხვა ისმის, საზოგადოებამ რატომ უნდა დაუჯეროს ამ ადამიანებს და ეს ერთი განცხადებით არ ფასდება. ეს არის, ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის კულტურა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინახავს", - განაცხადა ზურაბ რურუამ.
