აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მიახლოება სცადეს. ისინი აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობის თავისუფლად დატოვების საშუალებას.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცველებმა პარტია „ახალის“ ლიდერების, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ბაჩო დოლიძის ადგილიდან გაყვანა სცადეს.

 

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.