"პუტინი მზადაა ზელენსკის შეხვდეს მაშინ, როდესაც სამიტის დღის წესრიგი იქნება შეთანხმებული და სრულყოფილი", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ეს დღის წესრიგი მზად არ არის და არ არსებობს.
"ჯერჯერობით, არანაირი შეხვედრა არ არის დაგეგმილი. თუმცა, ყველამ უნდა გაიგოს ის, რასაც ვამბობ. პუტინი მზადაა ზელენსკის შეხვდეს, მაშინ როდესაც სამიტის დღის წესრიგი იქნება შეთანხმებული და სრულყოფილი. ამ ეტაპზე, ეს დღის წესრიგი მზად არ არის და არ არსებობს", - აცხადებს ლავროვი.