მიიღწევა თუ არა მშვიდობა, ეს ორ კვირაში გვეცოდინება. ამის შემდეგ, შესაძლოა, მოგვიწიოს სხვა გზის არჩევა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან კარგად გამოიყურება. უკრაინის ომი მძიმე ომია. ეს არის ყველაზე ცუდი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბევრი ხალხი იღუპება, კვირაში 5-7 ათას ჯარისკაცს კლავენ.
მიიღწევა თუ არა მშვიდობა, ეს ორ კვირაში გვეცოდინება... ამის შემდეგ, შესაძლოა, მოგვიწიოს სხვა გზის არჩევა", - აცხადებს ტრამპი.