პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" გუნდს აქვს ამბიციური მიზანი, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვოს.

რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატს, მმართველი გუნდის მოლოდინია, რომ ალეკო ელისაშვილი იბრძოლებს მერობისათვის, რადგან "ასეთ ადამიანი ყველაზე შესაფერისია კოლექტიური აგენტურისათვის".

"ჩვენი მოლოდინია, რომ ალეკო ელისაშვილი იბრძოლებს მერობისათვის. ასეთი ადამიანი ყველაზე შესაფერისია კოლექტიური აგენტურისათვის. "ქართული ოცნების" გუნდს გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. ეს არა მხოლოდ მიზანია, არამედ შეგვიძლია დადასტურებულ ფაქტადაც ჩავთვალოთ, რომ ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში დავამარცხებთ ყველა ოპონენტს. "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს, "ქართული ოცნება" არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ასრულებს ხალხის დავალებას და ზრუნავს ხალხის მომავალსა და აწმყოზე. პირველ რიგში, ეს გამოიხატება ჩვენს დედაქალაქში. ჩვენ გვაქვს კანდიდატი, მოქმედი მერი, რომელიც ისტორიაში საუკეთესო მერია და რომლის გაკეთებული საქმეები მეტყველებენ იმაზე, რომ უბრალოდ, შეუძლებელია კახი კალაძეს ალტერნატივა ჰყავდეს თბილისის მერობაზე", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.