ტრამპის წინააღმდეგ რუსეთთან კავშირის ცრუ ნარატივის გავრცელებაში ჯორჯ სოროსის სავარაუდო კავშირი გამოვლინდა. ინფორმაცია Fox News-მა გაავრცელა.

წყაროების მიხედვით, გამოძიების ფედერალური ბიურო და ობამას ადმინისტრაცია, შესაძლოა, მონაწილეობდა ტრამპი-რუსეთის შესახებ ცრუ ნარატივის გავრცელებაში, საქმეზე გამოძიების დაწყებამდე კი ისინი სავარაუდოდ ჯორჯ სოროსის "ღია საზოგადოების ფონდთან" იყვნენ დაკავშირებული.

"რაშაგეითის" საქმეში სოროსის მონაწილეობაზე, ყოფილი პროკურორის გასაიდუმლოებული ანგარიშის დანართი მიუთითებს.