აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა, შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი ჩაძირა.
"ირანულ სამხედრო გემს ეგონა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო, ამის ნაცვლად, ის ტორპედომ ჩაძირა“, - განაცხადა ჰეგსეთმა.
მანამდე, შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჯიტაჰერატმა პარლამენტს განუცხადა, რომ ირანულ გემზე, რომელიც მან IRIS Dena-ს სახელით მოიხსენია, 180 ადამიანი იმყოფებოდა.
წვრთნების ვებსაიტის ცნობით, IRINS Dena გამოცხადდა საზღვაო წვრთნების მონაწილედ, რომელიც ბენგალის ყურეში 18-დან 25 თებერვლამდე პერიოდში გაიმართა.
