თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც სირიისა და ერაყის გავლით თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და დასძინა, რომ თურქეთი იტოვებს უფლებას, უპასუხოს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ მტრულ ქმედებას. ამასთან, მოუწოდებს მხარეებს, არ გადადგან ნაბიჯები, რამაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს.
