შრი-ლანკა აცხადებს, რომ ჩაძირული ირანული გემი სამხედრო ხომალდია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ გემის ჩაძირვასთან და მსხვერპლთან დაკავშირებით შრი-ლანკის საზღვაო ძალებისგან ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები მიიღეს და, როგორც ჩანს, გაურკვევლობა კვლავ არსებობს.
ქვემოთ მოცემულია შრი-ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენლისგან Reuters-ისთვის მიწოდებული უახლესი ინფორმაცია:
ინციდენტი შრი-ლანკის ტერიტორიული წყლების გარეთ მოხდა, თუმცა შრი-ლანკა მზადაა დახმარების გასაწევად.
გემი ირანის სამხედრო ხომალდია.
საზღვაო ძალებს ამჟამად არ შეუძლიათ დაღუპულთა ან დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
საზღვაო ძალებმა რამდენიმე ცხედარი იპოვეს, სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრების.
საზღვაო ძალები მათი ვინაობის დადგენაზე მუშაობენ.
ამჟამად ძირითადი აქცენტი სიცოცხლის გადარჩენაზეა გაკეთებული. დეტალების გამოძიება მოგვიანებით ჩატარდება.
გემის განგაშის სიგნალის მიზეზი უცნობია.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე არც ერთი თვითმფრინავი ან სხვა გემი არ დაფიქსირებულა.
შრი-ლანკის საზღვაო და თავდაცვის სამინისტროების წყაროებმა ადრე განაცხადეს, რომ გემს წყალქვეშა ნავი დაესხა თავს, თუმცა საზღვაო ძალების წარმომადგენელი ახლა აცხადებს, რომ ინციდენტის ახსნა არ არსებობს.
