აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ირანთან მიმართებით საუბრისას, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ მხოლოდ ახლა დაიწყეს. ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.
"ჯერ ადრეა და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, წარმატების მისაღწევად იმდენ დროს გამოიყენებენ, რამდენიც საჭირო იქნება", - თქვა ჰეგსეთმა.
"მხოლოდ ოთხი დღე გავიდა და შედეგები წარმოუდგენელია. ჩვენ ვაჩქარებთ და არა ვანელებთ", - დასძინა თავდაცვის მდივანმა.
ჰეგსეთის განმარტებით, ირანის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლი რამდენიმე დღეში დამყარდება.
