"ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობა მკვდარია. ეგრეთ წოდებული "მმართველთა საბჭო", რომელსაც მემკვიდრე უნდა აერჩია - ან განადგურებულია, ან დაკარგული, ან ბუნკერებშია მიმალული", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მათ მორალურ სულისკვეთებაზე კარგად ნამდვილად არ აისახება.

"ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობა მკვდარია. ეგრეთ წოდებული "მმართველთა საბჭო", რომელსაც მემკვიდრე უნდა აერჩია - ან განადგურებულია, ან დაკარგული, ან ბუნკერებშია მიმალული; ისინი იმდენად დაზაფრულები არიან, რომ ერთ ოთახში შეკრებასაც კი ვერ ბედავენ. უმაღლესი გენერალიტეტი, საშუალო რგოლის ოფიცრები და რიგითი შემადგენლობა - მათ ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი არ შეუძლიათ, კოორდინირებულ და ხანგრძლივ იერიშზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს მათ მორალურ სულისკვეთებაზე კარგად ნამდვილად არ აისახება", - განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.