ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ ახალშობილს ყელის არეში დაზიანება მიაყენა. დაშავებული ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა კლინიკის სანიტარია, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა.
კლინიკის განმარტებით, ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა მუხლის 19/109 "ე" და "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ახალშობილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
