შრი-ლანკის ცნობით, აშშ-ის წყალქვეშა ნავის მიერ ირანის სამხედრო გემზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გემი ინდოეთის ოკეანეში იმყოფებოდა და აღმოსავლეთ ინდოეთის პორტიდან ირანში ბრუნდებოდა, განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ ტელევიზიას.

დღეს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა დაადასტურა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა, შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი ჩაძირა.

მანამდე, შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჯიტაჰერატმა პარლამენტს განუცხადა, რომ ირანულ გემზე, რომელიც მან IRIS Dena-ს სახელით მოიხსენია, 180 ადამიანი იმყოფებოდა.