ისრაელის საჰაერო ძალების F-35I Adir-ის ტიპის გამანადგურებელმა ირანის საჰაერო ძალების YAK-130 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო, ისრაელის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ისრაელის საჰაერო ძალების F-35I Adir-ის ტიპის გამანადგურებელმა ირანის საჰაერო ძალების YAK-130 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდო.

ეს არის ისტორიაში პირველი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც F-35 „Adir“-მა საბრძოლო მოქმედებების დროს მართვადი გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოაგდო.

კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ირანის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრას და გრძელვადიანი რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას, დიდი წარმატებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.