"უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელნი იმ ვითარებაზე, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდა. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, თუმცა არ გვსურს ომში მონაწილეობა", - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტისადმი ღია წერილში წერს. იმავე წერილში ორბანი უკრაინისგან ნავთობსადენ "დრუჟბას" ამუსავებას მოითხოვს.
"ბატონო პრეზიდენტო,
ოთხი წელია, თქვენ ვერ ეგუებით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის სუვერენული მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიციას. ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენ ძალისხმევას არ იშურებდით, რათა უნგრეთი თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომში ჩაგეთრიათ. ამ პერიოდში თქვენ სარგებლობდით ბრიუსელის მხარდაჭერით და მოიპოვეთ უნგრული ოპოზიციის თანადგომაც.
ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ თქვენ, ბრიუსელი და უნგრული ოპოზიცია კოორდინირებულად მოქმედებთ, რათა უნგრეთის სათავეში პროუკრაინული მთავრობა მოიყვანოთ.
ბოლო დღეებში თქვენ დაბლოკეთ ნავთობსადენი "დრუჟბა", რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უნგრეთის ენერგომომარაგებისთვის. თქვენი ქმედებები ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის უნგრული ოჯახების უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფას.
შესაბამისად, მოგიწოდებთ, შეცვალოთ თქვენი ანტიუნგრული პოლიტიკა!
ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელნი იმ ვითარებაზე, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდა. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, თუმცა არ გვსურს ომში მონაწილეობა.
არ გვსურს საომარი მოქმედებების დაფინანსება და არ გვსურს ენერგორესურსებში გაზრდილი საფასურის გადახდა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინოთ ნავთობსადენ "დრუჟბას" მუშაობა და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე შემდგომი თავდასხმებისგან.
მეტი პატივისცემა უნგრეთს!", - წერს ორბანი წერილში, რომელიც X-ზე გამოაქვეყნა.
