თურქეთში, არდაჰან-ართვინის გზატკეცილზე, ზღვის დონიდან 2540 მეტრის სიმაღლეზე მდებარე "საჰარის უღელტეხილზე" ზვავი ჩამოწვა. ზვავის შედეგად, თოვლის გამწმენდი ტექნიკა თოვლის ქვეშ მოყვა.
თურქული მედიის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო და საგზაო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
მედიის ინფორმაციით, თოვლში არავინ მოყოლილა. ტექნიკის ამოსაყვანად გაგზავნილ ჯგუფებს ძლიერი ქარბუქის გამო სამუშაოების გაგრძელება უჭირთ.
