საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში გარეტ უორდი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ოფიციალური თბილისი ელჩისგან მოითხოვს განმარტებას, რა იყო "იმედთან" და "პოსტივისთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი. მმართველი გუნდი თავისუფალ მედიაზე თავდასხმასა და ტელევიზიების შეზღუდვის მცდელობაზე საუბრობს.
დიდი ბრიტანეთის ელჩის სამინისტროში დაბარების შესახებ საქარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა.
