ნიკა გვარამიას ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლომ, აღმკვეთი ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა, გვარამიას ჩამოერთვა პასპორტიც.