ბათუმში ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ ხოფის ბაზრობასთან გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.