CNN-ის ცნობით, აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი დააკავეს. ის თანამდებობის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.

"ლეიბორისტული" პარტიის ვეტერანი წევრი, მანდელსონი, ეჭვმიტანილია სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინისთვის ინფორმაციის გადაცემაში, როდესაც ის ბიზნესის საკითხებში სახელმწიფო მდივანი იყო. პოლიციამ მის ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

"ოფიცრებმა, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ეჭვმიტანილის სტატუსით, 72 წლის მამაკაცი დააკავეს. ის ორშაბათს, 23 თებერვალს, კამდენში მდებარე ერთ-ერთ მისამართზე დააკავეს და დაკითხვაზე ლონდონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ეს უილტშირსა და კამდენში მდებარე ორ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოხდა", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.