საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ახსნა-განმარტებებისთვის დაბარებული ამერიკის ელჩი უწყებაში არ მივიდა.

ოფიციალურმა პარიზმა, ჩარლზ კუშნერი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ლიონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკეს სიკვდილის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარა.

განცხადებაში ამერიკა ულტრამემარცხენეების პოლიტიკურ ძალადობას გმობდა და საფრანგეთს პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისკენ მოუწოდებდა.