ქართველი ხალხის ნების სრული იგნორირება და ორმაგი სტანდარტი - ბრიუსელის და სტრასბურგის უსამართლო მიდგომებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ თბილისში. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ სუბიექტური დამოკიდებულებით ევროსტრუქტურები დემოკრატიულ ფასეულობებს შორდებიან. შეგახსენებთ ბრიუსელში განხილვის პარალელურად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც დაფიქსირებულია ქვეყნის მიმართ კრიტიკული პოზიციები.

საკიტთხს გამოეხმაურა,  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი/
როგორც მახაშვილი აღნიშნავს, დოკუმენტი ტყუილებითა და ბრალდებებით იქნება გაჯერებული.

"ეს იქნება ბრალდებები, ტყუილები საქართველოსთან დაკავშირებით. თან ისეთ დროს, როდესაც საქართველო არ მონაწილეობას ამ პროცესში. ვსაუბრობ ქვეყანაზე, რომელიც არ არის წარმოდგენილი იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დებატებში.

ორგანიზაცია, რომელიც თავად უნდა იცავდეს დემოკრატიას, დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, თავად ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა იყო ის ერთ-ერთი ფლაგმანი, რომელმაც სრულად უგულებელყო საქართველოში დემოკრატიული წესით გამოხატული ქართველი ხალხის ნება.

ჩვენთვის წერტილი აქვს დასმული ამ საკითხს, ნებისმიერ თემატიკასთან დაკავშირებით, ჩვენთვის, არანაირი საუბარი არ არის საინტერესო, ვიდრე ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობის ნებას", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.