"დღეს "ამერიკის ოქროს გუმბათის" პროექტის პირველი გამოცდა სრული წარმატებით დასრულდა და ჩემთვის დიდი პატივი იყო, პირადად ვყოფილიყავი ამ ისტორიული მოვლენის მომსწრე", - აცხადებს აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი.
ნიუ-მექსიკოს შტატში გამართულ დემონსტრაციას, სადაც ლაზერული და მიკროტალღური იარაღის შესაძლებლობები წარმოაჩინეს, პიტ ჰეგსეტთან ერთად, პენტაგონის მთავარი ტექნიკური დირექტორი, ემილ მაიკლიც ესწრებოდა.
"ოქროს გუმბათის" კონცეფცია ასობით თანამგზავრისგან შემდგარი ქსელის შექმნას ითვალისწინებს, რომელთა მიზანიც მოახლოებული რაკეტების დროული აღმოჩენა, თვალთვალი და განეიტრალებაა.
