"თუკი ვინმეს საქართველოში ტირანიის დამყარების სურვილი ჰქონდა, ეს მიხეილ სააკაშვილი იყო" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავითა მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანის მსგავსად, ლიდერის მკვლელობის სცენარის განვითარება საქართველოშიც სურს.
მათიკაშვილის თქმით, ტირანიის განმარტების დროს, მიხეილ სააკაშვილი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ისრები მას თავად მიუბრუნდება.
"თუკი ტირანებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, კარგი იქნება თუ საკუთარ ცხოვრებას გადახედავს, საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩაუღრმავდება.
საქართველოში თუკი ვინმეს ტირანიის ჩამოყალიბების მცდელობა ჰქონდა, ნაწილობრივ წარმატებული, იყო მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმი და ის შედეგი, რომელიც საქართველოში დაატრიალეს 2012 წლამდე.
ამის შესახებ იმუშავა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა დანაშაულების ის კასკადი, რაც ემთხვევა ტირანიის განმარტებას. ფრთხილად იყოს ტირანიის განმარტებასთან, რამე თუ ისრები მას პირადად მიუბრუნდება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ირანის ლიდერების მკვლელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ანალოგიური სცენარი საქართველოში განვითარების სურვილს გამოთქვამს.
"დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
