დაკავებულია ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე. მამაკაცმა თანასოფლელი ქალი  ნაჯახით აჩეხა. მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მოკლული ქალი სავარაუდო დამნაშავის ყოფილი თანამშრომელი იყო. ის ფსიქიატრიულში მომვლელად მუშაობდა და დაწესებულებიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. არსებობს ვერსია, რომ კონფლიქტი მამაკაცსა და ქალს შორის სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სავარაუდო მკვლელი მალე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც - ნაჯახი, რომლითაც ბრალდებული ქალს გაუსწორდა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გახდა თანასოფლელებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.

 

47 წლის მამაკაცი ბრალის წარდგენას იზოლატორში ელოდება. მას გაზრახ მკვლელობისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: "ტვ პირველი"