თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. გამოიკვლევენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. პროკურატურამ რამდენიმე მოწმე უნდა გამოკითხოს.

გიორგი მალანიას ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.

"ჩემი ჩვენება უდავოდ ჩათვალეს, მაგრამ უდავოა ის ფაქტიც, რომ ეშინიათ ეკა კუპატაძის სიტყვის. თუმცაღა, შეიძლება, ამ დროს ფიქრობენ მეორე კურდღლის დაჭერასაც, იმას, რომ სწრაფი მართლმსაჯულება მოიაზრებს შემამსუბუქებელ გარემოებას სასჯელის შეფარდების დროს. ძალიან კარგად იციან მალანიებმა, რომ ნია იმნაძემ, ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი მალანია გააცნო მას შემდეგ, რაც დაიგეგმა გიგა ავალიანზე თავდასხმა და გააცნო სწორედ ამ მიზნით. მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ", - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.