ხანძარი იყო ბათუმში. ცეცხლი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში სახლს გაუჩნდა. დაიწვა 2 ბინა.
მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც სასწრაფოს ექიმებმა დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
ბათუმის მერია დაზარალებულებს ქირით გაყვანას სთავაზობს.
ხანძარი იყო ბათუმში. ცეცხლი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში სახლს გაუჩნდა. დაიწვა 2 ბინა.
მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც სასწრაფოს ექიმებმა დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
ბათუმის მერია დაზარალებულებს ქირით გაყვანას სთავაზობს.
1792332158
მასშტაბური არეულობა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე სტუდენტურ საპროტესტო აქციებს მოჰყვა და საფრანგეთში პოლიტიკური გაურკვევლობა კიდევ უფრო გააღრმავა. ექვს თვეში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომლითაც ემანუელ მაკრონი ახალმა პრეზიდენტმა უნდა ჩაანაცვლოს."ჩვენს რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის. ისინი, ვინც ნგრევას მიმართეს, თავს დაესხნენ პრეფექტურებსა და ბიზნესობიექტებს, გაძარცვეს მუნიციპალიტეტების მერიის შენობებიც კი, პასუხისგებაში მიეცემიან და დაისჯებიან", - დაწერა მაკრონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში."სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც დემონსტრაციების გამართვის უფლების დაცვის გარანტები არიან, მთელი ერის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებ", - დასძინა მაკრონმა.მაკრონის განმარტებით, ერთიანი დალებით დაუპირისპირდებიან მათ, ვინ ქაოსის დათესვას ცდილობს."ჩვენ ყველანი გავერთიანდებით ქაოსის მთესველთა წინააღმდეგ, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ინსტიტუტების დანგრევა და იმ ადამიანებისთვის ხელის შეშლაა, რომლებიც საკუთარ მოთხოვნებს მშვიდობიანად გამოხატავენ", - აღნიშნა მან.
1792325774
"ეროვნული გვარდიის კუთვნილი AH-6i ტიპის სადაზვერვო ვერტმფრენი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, ნაჯრანის რეგიონში, ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ჩამოვარდა და განადგურდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი, ორი ოფიცერი, დაიღუპა", - განაცხადა კოალიციის სპიკერმა თურქი ალ-მალიქიმ.საუდის არაბეთი ამჟამად იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰუსიტ" მეამბოხეებთან ომშია ჩართული, რომლებმაც საუდის არაბეთის ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების მნიშვნელოვან ობიექტებსა და აეროპორტების ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს თავდასხმები.
1792323317
საფრანგეთში გამართულმა მსვლელობებმა, სტუდენტური პროტესტების მონაწილეები და ცხოვრების ფასების ზრდისა და საჯარო მომსახურების გაუარესების გამო გამოთქმული ფართო საზოგადოებრივი უკმაყოფილების მონაწილეები გააერთიანა.საფრანგეთის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ მარსელში დაზიანდა რამდენიმე მაღაზია და მუნიციპალური პოლიციის განყოფილება. დემონსტრანტებმა მცირე ხნით მერიის შენობის ფოიეშიც შეაღწიეს.მარსელის მერმა, ბენუა პაიანმა, ძალადობის შედეგად დაზარალებული ბიზნესების დასახმარებლად საგანგებო ფინანსური დახმარების გამოყოფა დააანონსა. ბორდოს მერის, თომა კაზნავის განცხადებით კი, ქალაქში 100-მდე მაღაზია გაძარცვეს.პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომლის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პირობა დადო, რომ თავდასხმებში მონაწილე პირებს პასუხისგებაში მისცემენ და დასჯიან.მედიის ცნობით, შაბათს, პარიზში გამართულ საპროტესტო აქციას ულტრამემარცხენე პრეზიდენტობის კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი შეუერთდა, რომელიც სკოლის მოსწავლეთა მოძრაობას მხარს უჭერს.
1792321489
მეორე სამიზნემ რუმინეთის საჰაერო სივრცე საღამოს 6:01 საათზე დაარღვია და საღამოს 6:05 საათზე კიდევ ერთმა F-16 გამანადგურებელმა ჩამოაგდო.ორივე სამიზნე რეაქტიული ძრავით აღჭურვილი Geranium-ის ოჯახში შემავალი თავდასხმის დრონი იყო", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.მედიის ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს რადარის მეთვალყურეობის სისტემამ რვაჯერ დააფიქსირა რუმინეთის საზღვრის მახლობლად უკრაინის საჰაერო სივრცეში მოძრავი საჰაერო სამიზნეები. ამ შემთხვევებიდან ოთხში დრონები დროებით შეიჭრნენ რუმინეთის ეროვნულ საჰაერო სივრცეში.ამ პერიოდში, შავ ზღვაში, განსაკუთრებით რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, დრონებით თავდასხმის სამიზნე რამდენიმე სავაჭრო გემიც გახდა. 16 ოქტომბერს, რუმინეთმა დრონით თავდასხმის შედეგად დაკარგული შვიდი მეზღვაურის ძებნა განაახლა.რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვას სამოქალაქო გემებისთვის საშიშ ზონად აქცევს.
1792316477
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება უპრეცედენტო არ არის, რამდენიმე თვის წინ, ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის დროს აშშ-მა რუსეთის ნავთობზე სანქციების მოქმედება 60 დღით შეაჩერა."მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები ერთმანეთს სულ უფრო მეტად უკავშირდება და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნავთობისა და დიზელის გლობალურ ფასებზე, არამედ ეკონომიკაზეც. ეს თავად შეერთებულ შტატებზეც აისახება. ჩვენ იმაზე მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე გვსურს. თუმცა, თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი კრიზისის ზღვარზე დგას. ამიტომ ყველა ამ საკითხის ფრთხილად მართვაა საჭირო, რადგან ისინი ახლა ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. საქმე მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას აღარ ეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რაც საუდის არაბეთში ხდება და რა გაურკვევლობას ქმნის ეს, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და ის შეზღუდვები, რომლებსაც ეს კონფლიქტი გლობალურ ენერგომომარაგებას უქმნის", - განაცხადა რუბიომ.ამასთან, რუბიოს განცხადებით, თეთრ სახლს უკრაინისთვის Starlink-ის კავშირის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს. რუბიოს თქმით, მისი ინფორმაციით, კავშირი უკვე აღდგენილია."არ ვიცი, რა მოსაზრება დგას ამ ბრალდების უკან, მაგრამ ამას თეთრ სახლთან არანაირი კავშირი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია ვნახე. ეს კატეგორიულად მცდარია. თეთრ სახლში არავის მიუცია არავისთვის დავალება, შეენელებინა ინტერნეტი ან შეემცირებინა კავშირის სიჩქარე. თუმცა, როგორც მე ვიცი, კავშირი აღდგენილია და სისტემა კვლავ მუშაობს", - განაცხადა რუბიომ.
1792316438
რუსეთთან ურთიერთობის ერთი გაკვეთილი დიდი ხნის წინ უნდა გამხდარიყო ნათელი: რუსებთან ნებისმიერი შინაარსიანი დიალოგი რეალური ზეწოლითა და ძალის დემონსტრირებით იწყება.ისინი უგულებელყოფენ მშვიდობისკენ მიმართულ ნებისმიერ მოწოდებას, რომელსაც გადაუწყვეტლობა ახლავს თან. ისინი არც ზეწოლის მუქარას და არც გადაწყვეტილებების გადადებას სერიოზულად არ აღიქვამენ. უბრალოდ, ამას სერიოზულად არ ეკიდებიან", - წეს სიბიჰა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ტარიფების ახალი პაკეტის ამოქმედებაზე, მათი ძალაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე უარი თქვა.კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.ტრამპმა სექტემბერში ხელი მოაწერა კანონს, სახელწოდებით "ლინდსი ო. გრემის 2026 წლის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ". მისი მიზანი კრემლისა და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერება იყო.
1792311456
ლორან ნიუნიესის ინფორმაციით, მაღაზიების ძარცვის მცდელობის შემთხვევები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, რუანში, ნანტში, ტულუზასა და მარსელში დაფიქსირდა.საჯარო შენობებზე თავდასხმის აშკარა მცდელობა შეინიშნებოდა ქვეყნის არაერთ ქალაშიც. შეტაკებების დროს დაშავებული პოლიციელებიდან ორი საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, უკვე არსებობს მოძალადე დემონსტრანტების იდენტიფიცირებისთვის საკმარისი ვიდეომასალაც. მან ამავე განცხადებაში გააკრიტიკა ულტრამემარცხენე ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც მისი თქმით, ღიად მოუწოდეს საზოგადოებას აჯანყებისკენ და თქვა, რომ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქაოსზე, რომელიც საფრანგეთის ქუჩებში იყო.
1792310104
ჯეი დი ვენსი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას მიგრაციას უკავშირებს.ჯეი დი ვენსი დასავლელ ლიბერალებს აკრიტიკებს და წერს, რომ მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები.."მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ შედეგამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არავის მოუსმინეს. ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება. იმედი მაქვს, ამერიკელებიც ყურადღებით არიან. სწორედ ასეთ მომავალს უმზადებენ კონგრესში მყოფი დემოკრატები თქვენს ქვეყანას", - წერს ვენსი.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი და ჩინეთი ირანის რესპუბლიკას დახმარებას უწევენ
1791885901
იემენის სამთავრობო ძალებმა, საუდის არაბეთის მხარდაჭერით, ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს
1791271623
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით
1791800819
ჯანმო ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას - ტედროს ადანომ გებრეიესუსი
1791372369
Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის 48%-ი თვლის, რომ ფრიდრიხ მერცის კანცლერობა წარუმატებელი აღმოჩნდა
1791367551