რუსთავში სკოლიდან 49 ლეპტოპი მოიპარეს, - ინფორმაციას "ინფო რუსთავი' ავრცელებს.
მედიის ცნობით, #23 საჯარო სკოლიდან ორმა, 20 წლამდე ახალგაზრდამ პირველკლასელთათვის განკუთვნილი ნოუთ-ბუქები სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოიპარეს. ბიჭები სკოლაში ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ და 49 ნეტ-ბუქი გაიტანეს.
ლეპტოპები პოლიციამ ნივთმკიცებად ამოიღო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული გამოძიების შედეგად, საქმე ცხელ კვალზე გახსნეს და ახალგაზრდა მამაკაცები რუსთავში დააკავეს.