მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს ცოტნე ივანიშვილი. ის სოციალურ ქსელში ქართველ მებრძოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ არაკაცური საქციელი, რომელიც დვალიშვილის მიმართ ჩაიდინეს, მას ვერაფერს დააკლებს.

"გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება" - წერს ცოტნე ივანიშვილი.

UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. დვალიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა - დაახლოებით 20 ადამიანი.

დვალიშვილისთვის მიყენებული დაზიანებების გამო, მისი ტურნირში მონაწილეობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.