საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ავტომობილებთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება დაიწყება 2026 წლის პირველი აპრილიდან.
მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილების მთავარ მიზანია საქართველოში ავტოპარკი განახლდეს.
"აღნიშნული ცვლილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირება დაიწყება 2026 წლის პირველი აპრილიდან. რაც შეეხება 2026 წლის პირველ აპრილამდე შეძენილ და ტრანსპორტირებადაწყებულ ავტომობილებს, ეს ცვლილება არ შეეხება. ასევე, ეს ცვლილება არ ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომლებიც უკვე საქართველოშია ან ექვემდებარება რეექსპორტს, ანუ ქვეყნიდან გაყვანას. ცვლილების მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ საქართველოში ავტოპარკი განახლდეს. არაერთი სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ძალიან დიდია, 2 მილიონს გადააჭარბა უკვე. გარდა ამისა, ავტოპარკის ასაკი საკმაოდ მოძველებულია და, ძირითადად, ავტომობილების უმრავლესობის ასაკი 10 წელი და მეტია", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
