მექსიკის ჯანდაცვის მინისტრმა, დავიდ კერშენობიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სულ მცირე 28 ადამიანი გარდაიცვალა “წითელას” აფეთქების შედეგად, რომელიც 2025 წელს დაიწყო. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
პრეზიდენტის დილის პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამჟამად რეგისტრირებულია 9 074 შემთხვევა.
მექსიკაში “წითელას” ვაქცინის 28 მილიონი დოზაა, რაც პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის თქმით, “საკმარისია და გარკვეული რაოდენობა დარჩება კიდეც“.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყოველ 100 000 მოსახლეზე “წითელას” 6.7 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელსაც მექსიკა შეერთებულ შტატებთან და კანადასთან ერთად უმასპინძლებს, შეინბაუმმა დასძინა, რომ ამჟამად ღონისძიებისთვის საგანგებო ზომები არ განიხილება.
