მილანო-კორტინას ოლიმპიური მედლების დაზიანების თავიდან აცილების გზა მოიძებნა. სპორტსმენებს დაზიანებული მედლების შესაკეთებლად დაბრუნება შეეძლებათ, განაცხადეს ადგილობრივმა ორგანიზატორებმა. ინფორმაციას nypost-ი ავრცელებს.
მედია იუწყება, რომ ოლიმპიურ მედლებთან დაკავშირებული პრობლემები განხილვის საგანი გახდა ოლიმპიური თამაშების პირველივე დღეებში.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს მედლების დაზიანების სერიასთან დაკავშირებული უარყოფითი რეაქციის ფონზე, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პრობლემა მოგვარებულია.
"მედლების მცირე რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის შემდეგ, საორგანიზაციო კომიტეტმა დაუყოვნებლივ მოაგვარა საკითხი, ეროვნულ ზარაფხანასთან მჭიდროდ თანამშრომლობით, რომელიც მედლებს ამზადებდა", - განაცხადა პრესსპიკერმა ლუკას კასაამ.
"გამოსავალი მოიძებნა და მიზანმიმართული რეაგირება განხორციელდა. სპორტსმენებს, რომელთა მედლებიც დაზიანდა, ვურჩევთ, რომ ისინი შესაბამისი არხებით დააბრუნონ, რათა მათი დროულად შეკეთება და დაბრუნება მოხდეს", - დასძინა მან.
