"ქვეწარმავლების წვიმა ფლორიდის შტატში" - აშშ-ში, ფლორიდის შტატში, უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო პარალიზებული იგუანები ხეებიდან ვარდებიან და მოსახლეობას მათი შეგროვება უწევს, - იუწყება New York Post-ი.
მედიის ცნობით, როდესაც ტემპერატურა ეცემა, ეს ცივსისხლიანი არსებები უმოძრაო ხდებიან. მათივე ინფორმაციით, ფლორიდაში დაახლოებით მილიონი იგუანა ცხოვრობს ხეებზე და მათი პარალიზება, პრაქტიკულად "ქვეწარმავლების წვიმას" იწვევს.
"ისინი პატარა ყინულის პაკეტებს ჰგვანან“, - განაცხადა ჯესიკა კილგორმა, იგუანების დაჭერის კომპანიის, „იგუანა სოლუშენსის“ წარმომადგენელმა.
New York Post-ის ინფორმაციით, ფლორიდელებს, როგორც წესი, იგუანებთან შეხება ეკრძალებათ, თუმცა ამ ზამთარს სიტუაცია იმდენად სერიოზული გახდა, რომ ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიამ გადაწყვიტა, პანჰენდლის მთელ ტერიტორიაზე იგუანების შეგროვების დროებითი პუნქტები მოეწყო.
