"ჩვენი საიტი უშუალო ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა",-ამის შესახებ სოციალურ ქსელში, "ჯეო ნიუსის" დამფუძნებელი, ქეთევან ხომერიკი წერს.
"მეგობრებო, მას შემდეგ, რაც ჩვენს მედიაში განვათავსეთ სტატია სათაურით : ვინ და როგორ მფარველობს ფსიქოლოგ-მომღერალ თათა გიორგობიანს და რეალურად ვისი ინტერესი იყო ,,GEO NEWS,,-ზე ორგანიზებული თავდასხმები ? - ჩვენი საიტი უშუალო ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა - რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად ახლო კონტროლის ქვეშ გვამყოფებენ მავანი ძალები ! შესაბამისად, ჩვენი მედიის ინტერნეტ ინტერფეისის დიდი ნაწილი განადგურებულია, რაც მხოლოდ და მხოლოდ, ჰაკერული შეტევის შედეგი შესაძლოა იყოს და აღნიშნულსაც მოჰყვება რეაგირება სამართლებრივ ჭრილში, რამეთუ მსგავსი შემთხვევითობების ჩვენ არ გვჯერა. ამიტომაც ვუბოდიშებთ ჩვენს მკითხველს შექმნილი უსიამოვნებისათვის და ვპირდებით, რომ აუხლოეს მომავალში ჩვენი ტექნიკური სამსახური ჰაკერულ შედეგის ყველა შედეგს აღმოფხვრის !",-წერს ქეთევან ხომერიკი.