კახეთში, რამდენიმე დღის წინ, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
პაციენტი, ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის მეუღლე ამ დროისთვის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სოკოთი მოწამვლის გამო 20-მდე ადამიანი მოხვდა. მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, სოკოს შეგროვებისა და მოხმარებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.