რუსთაველი ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

 

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთაველი ხვიჩა ბიწაძე საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობდა და რუსეთში იყო წასული.

 

მოსკოვიდან უკან დაბრუნების დროს ოჯახს დაურეკა და აცნობა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა და უნდა დაიძინა, რის შემდეგ ოჯახი კომუნიკაციაზე ვერ გავიდა.

სამწუხაროდ, კაცი საკუთარ ტრაილერში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ხათუნა ცერცვაძე ავრცელებს. 

"ინფო რუსთავი"