ხობში, სოფელ ხეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც ირკვევა, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი კაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.