ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, აშშ-ის შტატების ოფიციალური პირები ყურადღებას ამახვილებენ ბენზინისა და დიზელის ფასების ზრდაზე, რაც ირანის ომს უკავშირდება, რადგან საწვავის ფასებზე ხელმისაწვდომობა ამომრჩევლის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად რჩება - წერს cbsnews-ი.

მედიის ინფორმაციით, ოჰაიო იმ შტატებს შორისაა, რომლებიც ქვეყნის შტატების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენენ და რომლებმაც საწვავის გადასახადის შემსუბუქების გარკვეული ფორმა შემოიღეს. ოთხშაბათს, ოჰაიოს კანონმდებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შტატში ბენზინის გადასახადის დროებითი გაუქმება - 90-დღიანი "შვებულება“ დაწესდეს. ამ ინიციატივამ ორივე პარტიისგან ფართო მხარდაჭერა მიიღო.

გასული ერთი კვირის განმავლობაში არაერთმა შტატმა მიიღო ზომები საწვავის ხარჯების შესამსუბუქებლად. ზოგიერთმა მათგანმა საწვავის გადასახადი დროებით შეაჩერა, ზოგმა კი გადასახადი დროებით შეამცირა ან მიზნობრივი შეღავათების ზომები შემოიღო ფერმერებისთვის, ხის მჭრელებისთვის და სხვა პირებისთვის, რომლებიც დიზელის საწვავის სპეციალურ სახეობას იყენებენ.