მეტროსადგურ "უნივერსიტეტში", ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკური პრობლემის გამო, ძლიერი დაკვამლიანება იყო.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა, ხაზიდან მოიხსნა და მოქალაქეებს სათადარიგო შემადგენლობა ემსახურება.
კომპანიის ცნობით, ამ წუთებში, შეფერხება არ ფიქსირდება.
