დოროთე ყურაშვილმა ეპარქიული კომისიის სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. ის საპატრიარქოში მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და სხდომაზე მედიის დასწრება მოითხოვა.

საპატრიარქოს განმარტებით, დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა. არქიმანდრიტი ზნეობის კომისიაზე მისი საჯარო განცხადებების გამო დაიბარეს.

საპატრიარქოს განმარტებით, მის ბოლო დროინდელ გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები.

არქიმანდრიტი დოროთე სხდომას არც მანამდე დაესწრო, რის გამოც „მკაცრი გაფრთხილება“ მიიღო.

"მე განვაცხადე, რომ მე შევდივარ მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტებთან ერთად. მორჩა, სხვა გადაწყვეტილებას მე არ მივიღებ, მეც მაქვს უფლებები მოვითხოვო და მოვთხოვო პასუხი იმ გადაწყვეტილებებზეც და კანონებზეც, რასაც ესენი იღებენ თუნდაც. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ესენი რა სასჯელს გამომიტანენ", - აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.