სოფელ ჯიმითში, მეგობრის გაუფრხილებლობის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 33 წლის ლევან შიშნიაშვილია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილს ნადირობა ძალიან უყვარდა და რაც ზოგჯერ, მეგობრებს შორის, ხუმრობის საგანიც კი გამხდარა.

"სულ ვეხუმრებოდით, რას დაწოწიალობ, ვეფხვს მაინც ვერ მოინადირებ, ცოლი მოიყვანეო. საოცრად ალალი და წესიერი კაცი იყო, მთელი სოფლისთვის საყვარელი. იმ ბიჭისთვისაც ძნელია, ასეთი ამბავი დაემართა, მეგობარი შემოაკვდა. არ ვიცი, ამ დანაკლისს როგორ შევივსებთ, ისეთი ბიჭი დავკარგეთ, მთელი სოფელი რომ გლოვობს"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ლევან შიშნიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მიმდებარედ, სანადიროდ ყოფნისას, მეგობრის შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა.

მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"