ოზურგეთში, სოფელ ჯუმათში სახლი დაიწვა. როგორც ირკვევა, ცეცხლი ენვერ მიქაიშვილის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და სრულად დაიწვა.
ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომადგენელი.
როგორც ოლეგ ჩხარტიშვილი აცხადებს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, ოჯახს მერია დაეხმარება.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, უცნობია.