11 სექტემბერი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, წირვა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.

პატრიარქმა ქადაგებისას მორწმუნეებს მიმართა:

"ყველა მართლმადიდებელ ტაძარში არის ხატი დეისუსად წოდებული, რაც ვედრებას ნიშნავს. სადაც გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის ერთ მხარეს დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მეორე მხარეს კი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მოგეხსენებათ, იგი იყო სინანულის დიდი მოძღვარი და პირველად რიგში გვასწავლის სინანულს. და დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, რომ მისი ლოცვით მოვიპოვოთ ეს დიდი სათნოება. სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. აი, სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად," - განაცხადა საქართველოს პატრიარქი.

საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციული მარხვით ხვდებიან.